თბილისი, 6 აპრილი, 2021
ფაბრიციო ვიელმინიმ 6 აპრილს ჩაატარა იტალიური ენისა და კულტურის გაკვეთილი, რომელსაც 8 ახალგაზრდა მოსწავლე ესწრებოდა (რათა მაქსიმალურად დაგვეცვა დისტანცია საკლასო ოთახში ). გაკვეთილი დაიწყო ბატონი ფაბრიციოს წარდგენით. მისი ბიოგრაფიის ქართულად თარგმნა უზრუნველყო შორენა ბარამიძემ. შემდეგ ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო იტალიურ ენაში არსებული ყველაზე გამოყენებადი ზმნები - ყოფნა და ქონა (essere, avere) ; ამ ზმნების უღლება ყველა პირში და წინადადებებში გამოყენება. ასევე ფაბრიციომ მოსწავლეებს გააცნო კითხვითი სიტყვები - სად; რატომ, რომელი, როგორ, როდის, რამდენი (dove, perché, quale, come, quando, quanto). გაკვეთილზე მოსწავლეებმა ამ სიტყვების გამოყენებით ფაბრიციოს დაუსვეს რამდენიმე კითხვა.
ფაბრიციო ვიელმინი: კავკასიისა და ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკის ექსპერტი, რომელიც 2008 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. ის აქტიურად უწყობს ხელს ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დიპლომატიური და კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ის ასევე არის უზბეკეთის ეროვნული ტურიზმის კომიტეტის კონსულტანტი და ტაშკენტის ვებსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.